ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

30 ნოემბერი 2018, 00:00 1800 ნახვა

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს დაგეგმილი ორი ფრენა გადაიდო. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დორტმუნდის მიმართულებით რეისი ვერ შესრულდა, ხოლო რიგის მიმართულებით ფრენა 22:50 საათზეა დაგეგმილი, რომელიც ასევე შესაძლოა  გადაიდოს. 

აეროპორტის გაერთიანების პრესამსახურის თქმით, გადადებულ ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაცია  კომპანიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

ერლინიდან სამი საათის წინ ჩამოფრენილი მგზავრები ბარგის აღებას და აეროპორტის დატოვებას ვერ ახერხებენ - აღნიშნულ ინფორმაციას კი Kutaisipost.ge ავრცელებს. 

"ჯერ კიდევ ქუთაისის აეროპორტში ვართ.  არ გვაძლევენ ბარგს, ძლიერი ქარის გამო ვერ აღებენ საბარგულს, რადგან რომ დაცალონ ბარგისგან, საშიშროებაა, რომ ქარი თვითმფრინავს ამოაყირავებს. პასუხს არავინ გვცემს, როდის რა იქნება, ყველა დუმს," - წერს ერთ-ერთი მგზავრი ნუცა სვიმონიძე.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი