''არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს'' - მამუკა ბახტაძე

30 ნოემბერი 2018, 00:00 1982 ნახვა

"არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის, რა თქმა უნდა ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა და უპასუხა "გაერთიანებული ოპოზიციის" განცხადებას, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს,არჩეულ კანდიდატს და საპროტესტო გამოსვლებს 2 დეკემბერს, აანონსებენ.   

"დაახლოებით 2 000 000 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვყავს მაღალ პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობებს საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრხთოებას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას. არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს" - განაცხადა ბახტაძემ. 

ამავე კატეგორიაში