ასეთი სტანდარტით საქართველოში არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს - გიორგი მარგველაშვილი

29 ნოემბერი 2018, 00:00 2054 ნახვა

''მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო'' - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. 

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი სტანდარტით საქართველოში არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს.

გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამის საფუძველს მას სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებაც აძლევს. 

მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.

''ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში