ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, 60 წლამდე ასაკის ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების განცხადებით, ქალს მხარი აქვს დაზიანებული და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა.