ხელვაჩაურში საარჩევნო უბნების 50% უკვე დათვლილია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 59,55%-ით ლიდერობს, დაახლოებით 19%-ით ნაკლებმა მისცა ხმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. გრიგოლ ვაშაძე 40,45%-მა დაუჭირა მხარი.
ხელვაჩაურში 23 უბანზე ბიულეტენები უკვე დაითვალეს. ოლქში მონაცემები პერიოდულად შედის და პროცენტული მაჩვენებელიც იცვლება.
დღეს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.