„ევროპული საქართველო“ მხარდამჭერებს მიმართავს

27 ნოემბერი 2018, 00:00 1466 ნახვა

ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს ,,ევროპული საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პარტიის ოფისში ბრიფინგი პეტრე ზამბახიძემ გამართა. მისი თქმით, ხვალ მოქალაქეებმა მხარდაჭერა არა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არამედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უნდა გამოუცხადოს.  ამასთან, პეტრე ზამბახიძემ მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩეველს, რომელმაც პირველ ტურში  არჩევანი ,,ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილ  საპრეზიდენტო კანდიდატზე გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში