ირაკლი კობახიძე: „მმართველმა გუნდმა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა შეძლო“

27 ნოემბერი 2018, 00:00 1442 ნახვა

ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა ამომრჩევლისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცველებს კანონიერების და წესრიგის დაცვისკენ, დამკვირვებლებს მონიტორინგისკენ, მხარდამჭერებს მიმართავს არ წამოეგონ პროვოკაციებს. მამუკა მდინარაძემაც გააკეთა განცხადება, იგი „ქართული ოცნების“ მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ისინი მხარდამჭერთა მობილიზებას კანონის ფარგლებში ახორციელებენ. მამუკა მდინარაძემაც მიმართა მოქალაქეებს არ წამოეგონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი