დღეს 18 საათზე ბათუმის „დინამო“ ანგისის საფეხბურთო ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლებს. უკვე 3 დეკემბერს ბათუმელები კიდევ ერთ საშინაო შეხვედრაში გაგრას უმასპინძლებენ, ეროვნულ ლიგა 2- ში ბოლო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 7 დეკემბერს, სტუმრად მარტვილის მერანთან გამართავს.
დინამო ბათუმმა ლიგა 2-ის 33-ე ტურში თბილისში „ნორჩ დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა 2:1 მოიგო და მთავარი ქართული ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა.