ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით აჭარის მთავრობას დაუბრუნდა

27 ნოემბერი 2018, 00:00 1711 ნახვა

აჭარის  2019 წლის რესპუბლიკური  ბიუჯეტი  შენიშვნებითა  და რეკომენდაციებით  უმაღლესი  საბჭოდან  უკან  აჭარის  მთავრობაში  გადაიგზავნა.  დეპუტატებს  პროექტთან დაკავშირებით 25  შენიშვნა აქვს, მათგან 12  საფინანსო  კომიტეტს ეკუთვნის, კომიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავზიდი და არხმწმენდი  ტექნიკის შეძენას ითხოვს, აგრარული კომიტეტის რეკომენდაციით,  გარემოსდაცვის სამმართველომ დამატებით ტექნიკა უნდა შეიძინოს,    ასევე უნდა გაიზარდოს ტყისმცველების რაოდენობა. 

ჯანდაცვის კომიტეტი რესპუბლიკური საავადმყოფოს  ტექნიკის აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვს. როგორც საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ოფიციალურად  შენიშვნები არ წარმოუდგენია ოპოზიციას. მთავრობამ ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტში უმაღლეს საბჭოში ორი  კვირის  ვადაში უნდა წარადგინოს. 

ამავე კატეგორიაში