საახალწლო სამზადისია დაწყებული ბათუმში. ქუჩებში უკვე ამონტაჟებენ საახალწლო გირლიანდებს და სხვა განათებებს. ცნობილია რომ კონცერტი 31 დეკემბერს, ტრადიციულად ევროპის მოედანზე გაიმართება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს.
მერიის შესაბამის სამსახურში ამბობენ, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამზადისი 25 დეკემბრამდე დასრულდება. ასევე, 25 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც, რომლის აწყობა ჯერ არ დაწყებულა.