ფოტო სოციალური ქსელიდან
საქართველოს პრეზიდენტობის 16 კანდიდატმა შემოწირულობის და საბიუჯეტო დაფინანსების სახით, არჩევნებში გასამარჯვებლად 16 მილიონ 299 ათას 394 ლარის შემოსავალი მიიღეს.
არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში სახელმწიფო აუდიტორებს უწერიათ, რომ საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლის ორი ძირითადი წყარო აქვთ - შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება.
კვალიფიციურ სუბიექტებს დამატებით მიზნობრივ საარჩევნო დაფინანსებასაც აძლევს სახელმწიფო. მათ თანხა, საარჩევნო უბნებსა და საოლქო კომისიებში პარტიის წარმომადგენლებისთვის ხარჯის დასაფარად ეძლევათ, ასევე, საარჩევნო რეკლამის განსათავსებლად.
ჯამში, 2018 წლის 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო 16,299,394 ლარის შემოსავალი.
ყველაზე მეტი თანხა „სალომე ზურაბიშვილმა მოაგროვა და ჯამში 6 მილიონ 395,983 ლარი მიიღო.
შემდეგ მოდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1,471,939 ლარით.
მას მოსდევს "ევროპული საქართველო" – 1,298,850 ლარი.
დანარჩენების წილი შედარებით ნაკლებია:
მე-4 "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 860,035 ლარი.
მე-5 "შენების მოძრაობა" – 587,074 ლრი,
მე-6 "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" – 564,330 ლარი.
მე-7 "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 544,738 ლარი.
მე-8 "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია – 516,969 ლარი
მე-9 "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტია – 504,219 ლარი
მე-10 "ახალი საქართველო" 489,471 ლარი
11-ე "მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" – 451,771 ლარი
12-ე თავისუფალი საქართველო 445,616 ლარი
13-ე "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" 411,120
14-ე "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" – 410,220
15-ე "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა" – 410,220
16-ე "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – 410,220 ლარი