უკრაინამ რუსეთთან საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

26 ნოემბერი 2018, 00:00 1497 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. 

პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმითი მოქმედებების განხორციელებას.

„მაგრამ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში“, – დასძინა პრეზიდენტმა საკითხზე კომენტირებისას. საგანგებო სხდომა, 25 ნოემბერს ღამით გაიმართა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდება.

უმაღლესი რადას სხდომა დღეს, კიევის დროით 16:00–ზეა ჩანიშნული.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი