ბათუმში პარმენ პატარაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. პროფესორსა და საზოგადო მოღვაწეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იყო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანიც. პარმენ პატარაია ლუკა ასათიანის ქუჩაზე 40 წელი ცხოვრობდა.
მემორიალური დაფის გახსნას მისი შთამომავლები და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.