საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა. კახა კახიშვილმა მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო წინასაარჩევნოდ უფრო ინტენსიური სამუშაო შეხვედრების ფორმატთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მზად არის მოისმინოს და გაეცნოს მათ მიერ მოწოდებულ დარღვევებსა და ხარვეზებს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში.
კახიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი მზად არის ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არასამთავრობო სექტორიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზსა და შემდგომი რეაგირების პროცესში.