მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

23 ნოემბერი 2018, 00:00 1728 ნახვა

 მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა ფერიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა ღამისთევით ჩაატარეს.

დღეს დილიდან  წირვა ლოცვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში ატარებს.  წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდანის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისი წმიდანის აღსრულების დღეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი