ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოს კომისიებში დასრულებულია. დეპუტატების 50 -მდე შენიშვნა წერილობით დასკვნაში აისახება, რომელიც ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე გადაეგზავნება. კორექტირებული ვარიანტი კი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. ჯამში ბიუჯეტი 154 მლ 361 ათასი ლარია.
60 % ხარჯებზეა გაწერილი. 2 ნახევარი მილიონი ლარით გაზრდილია შრომის ანაზღაურება, ბიუჯეტის 42 % ინფრასტრუქტურაზე მოდის. განათლება, კულტურა სპორტი -15 მლ ლარია. ჯანდაცვა კი 16 მილიონი. ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარზე მეტი ლარია გამოყოფილი.