ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოიკითხება.კითხვებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გიორგი ონიანს დაუსვამენ.
ამ დრომდე გამოკითხულები არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლებიც, რომელთა მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრალდება გააჟღერეს.