აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - დაძაბული საარჩევნო გარემოა

21 ნოემბერი 2018, 00:00 1551 ნახვა

საქართველოში არსებულ დაძაბულ საარჩევნო გარემოზე საუბრობს  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. როს უილსონის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც საქართველოს ძალიან პოზიტიური მხარეა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის. მან განცხადებები „სამართლიანი არჩევნების“, „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

შეხვედრაზე საუბარი 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს, გამოვლენილ ხარვეზებსა და შესაძლო გაყალბების ფაქტებს შეეხო. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ყურადღებით დააკვირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი