საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა

21 ნოემბერი 2018, 00:00 1500 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა. მთავრობის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.   შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ  მთავრობის ინიციატივით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის პირველად, სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო  შეიქმნა, რომელიც, მშობლიური ენის  სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს  მოიცავს.  

სახელმძღვანელოები ბელგიაში მოქმედი საკვირაო  სკოლების დამფუძნებლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი