რატომ უწევთ შრომა არასრულწლოვნებს? - ღარიბ შინამეურნეობებში ბავშვების 31 პროცენტი ცხოვრობს

20 ნოემბერი 2018, 00:00 2146 ნახვა

დღეს ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა - პრობლემა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყანაში მეტად, ან ნაკლებად იჩენს თავს. საუბარია ძალადობაზე ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში და ნებისმიერ სხვა გარემოში. საერთშორისო ორგანიზაციებს აქვთ რეკომენდაციები საქართველოსთან დაკავშირებითაც, თუმცა არამარტო ძალადობის დასაძლევად.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ სიღარიბე რჩება ბავშვებს შორის, ადამიანებში რომლებიც საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად აღმოჩდნენ იმ გარემოში, როგორშიც არიან, ხშირად საკვების, ტანსაცმლის და განათლების გარეშე. გაეროს ბავშვთა ფონდი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბ ჯგუფს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. სოფო შავაძემ გადაიღო ოჯახი, რომელშიც 8 ბავშვი ცხოვრობს. არასრულწლოვნებს შორის უფროსი 16 წლისაა. ამბობს რომ მუშაობს მშენებლობაზე, რათა ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. სიღარიბე და წართმეული ბავშვობა - ვნახოთ სიუჟეტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი