წინასაარჩევნო გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები - ეს თემები საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან განიხილა. როს უილსონთან პრეზიდენტმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე
. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან კი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა.