“არა-ფობიას”: მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო

20 ნოემბერი 2018, 00:00 2060 ნახვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიით გაკეთებულ ანტისემიტურ გამონათქვამზე შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო. 

განცხადებაში ხაზგასასმელია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად. სამოქალაქო პლატფორმა მიმართავს საქართველოს პოლიტიკურ პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და და გაემიჯნონ მათ“.

ამავე კატეგორიაში