სესხების განულების ინიციატივაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ზოგადად პასუხობს.
მისი განმარტებით, 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმის, რომ საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ტარდება.
პრემიერის თქმით, ყველა არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც მოწმობს.