ბათუმში ფინანსთა სამინისტრო აკადემია გაიხსნა

19 ნოემბერი 2018, 00:00 1799 ნახვა

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნა, რომელიც სასერტიფიკაციო, სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ  პროგრამებს განახორციელებს. ძირითადი მიმართულებები იქნება: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კანონმდებლობა, მენეჯმენტი.

აკადემიიის სერვისების მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო და კერძო სექტორიდან. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი