საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 ახალი სახანძრო მანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის ერთი მაღალი შესაძლებლობის სახანძრო მანქანა ბათუმისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, სამაშველო სამსახური 5 დეკემბრიდან მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები. მოხალისეების გადამზადებას, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს.