ბათუმის ინფექციურ  საავადმყოფოს  სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა   

10 ნოემბერი 2018, 00:00 4396 ნახვა

,,ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს“ სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა. ცნობილი ინფექციონისტი დღეს კოლეგებმა გაიხსენეს. 1942 წელს, როცა  ინფექციური განყოფილება რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოეყო და ცალკე სამედიცინო   დაწესებულებად ჩამოყალიბდა, სალიხ აბაშიძე მთავარ ექიმად დაინიშნა.

მის სახელს უკავშირდება დაწესებულებისთვის შენობების მიღება და ბარცხანის დასახლებაში 100 საწოლიანი ინფექციური საავადმყოფოს გახსნა სადაც სალიხ აბაშიძემ 1987 წლამდე იმუშავა.

ამავე კატეგორიაში