გიორგი მარგველაშვილი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის ღონისძიებებს დაესწრება

10 ნოემბერი 2018, 00:00 1579 ნახვა

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს პარიზში საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილი მშვიდობის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიო ლიდერები  ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო იმსჯელებენ: მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიური ეკონომიკა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორსეს  ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის სახელით, პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გამართულ ვახშამსაც დაესწრებიან, მოგვიანებით კი, საქართველოს პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონის სახელით ვერსალის სასახლეში დაგეგმილ სადილს დაესწრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი