ბათუმის ესტაკადის ერთ ზოლზე სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან.
ბათუმისკენ მომავალი ავტოტრანსპორტი მარჯვენა ზოლიდან ესტაკადის მარცხენა ზოლზეა გადართული. ადგილზე დადგმულია მანიშნებლები და ტერიტორია სპეციალური ლენტებითაა შემოსაზღვრული.
ქალაქიდან მოქალაქეები კი ესტაკადასთან ახლოს არსებულ საავტომობილო გზაზე მოძრაობენ.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ესტაკადაზე მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. პრობლემა შეექმნა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანიას, რის გამოც შეზღუდვები ვერ მოიხსნა.