აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის. ტრენინგი 200 მდე სასტუმროს, რესტორნისა, და ტურისტული სააგენტოს სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის ტარდება თემაზე: ტურისტული სერვისების მარკეტინგი, გაყიდვების და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში, სერვისები , მოლაპარაკების ხელოვნება და თანამდეროვე ტექნელოგიები.
გარდა ამისა ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს ტრენინგებს გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტის მიერ 1000 ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები ,,ტურიზმის განვითარების სკოლის’’ ფარგლებში ტარდება.