მიმდინარე კვირა უმეტესად მზიანი და თბილი იქნება

05 ნოემბერი 2018, 00:00 2093 ნახვა

უახლოეს დღეებში ბათუმში თბილი ამინდია მოსალოდნელი.

დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, ნოტიო ჰაერის გავრცელების შედეგად მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა, თუმცა შენარჩუნდება თბილი ამინდი. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება. 

ოთხშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ინტენსიურად გავრცელდება თბილი ჰაერის მასები, რომლის ზემოქმედებითაც საქართველოს, როგორც დაბლობსა და ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან ზონაში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი