შაბათი და კვირა ბათუმში მზიანი და თბილი იქნება. 3 და 4 ნოემბერს აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან ინტენსიურად გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ზემოქმედებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +20, +25, აღმოსავლეთის ბარში კი +13, +18 გრადუსი იქნება.
ფოტო: ირინე წუწუნავა