არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უწყებათაშორისი კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში. დღის წესრიგი უცნობი იყო სხდომის დაწყებამდე, განხილული საკითხების და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია სხდომის შემდეგ უნდა გავრცელებულიყო - ნათია კოპალიანი იმყოფება სამინისტროში, მას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია ხომ არ დასრულდა სხდომა და ხომ არ გაქვს ინფორმაცია განიხილეს თუ არა წინასაარჩევნოდ ხულოში განხორციელებული საკადრო ცვლილება, ან ბაღის გამგეების მხრიდან „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების ფაქტები