ინტერვიუ პრეზიდენტთან

24 ოქტომბერი 2018, 00:00 1483 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი თავის  დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ დაასახელა, ამის შესახებ სხვა ბევრ საკითხთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტმა გადაცემა „ანარეკლების“ ავტორისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „მნიშვნელოვანი იყო, მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა საპრეზიდენტო არჩევნებში და ასეც მოხდა, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა გოგი გვახარიას.

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების გაყოფა უნდა ისწავლოს. ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად  ისაუბრა პრეზიდენტის სასახლის სიმბოლურ დატვირთვაზე. „რადიო თავისუფლების“ ეს გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გუშინ, ტრადიციულად, 22 საათზე გავიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი