წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების მოთხოვნა

21 ოქტომბერი 2018, 00:00 2660 ნახვა

საპროტესტო აქცია წალკაში. აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები პეტიციას აგროვებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ისინი ხელისუფლებას ვადას 12 ნოემბრამდე აძლევენ.წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი  თქმით,   წლების  წინ ხელისუფლება    ბერძენი ეროვნების მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების შესყიდვას დაჰპირდა, მაგრამ დაპირება დღემდე  არ შესრულებულა. ახლა კი საბერძნეთიდან დაბრუნებული სახლების მეპატრონეები ეკომიგრანტებთან  საცხოვრებლების დაცლას მოითხოვენ.

ეკომიგრანტები მიწების საკუთრებაში გადაცემას, სახლების შესასყიდი თანხების გამოყოფას და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებაში დახმარებას თხოვენ. ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში. როგორც „მთავარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის    სამინისტროში  განუცხადეს, მათი სოციალური ქულები ყოველწლიურად ჯამდება, სახლების შეძენა მხოლოდ მიღებული  ქულების მიხედვით მოხდება. რაც შეეხება სახლების შეძენის დაჩქარების პროცესს,  სამინისტროში ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ, რადგან 25 ათას ლარიანი კომპენსაცია მოქალაქეებს რიგის მიხედვით დაერიცხებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი