შაბათი და კვირა თბილი და უმეტესად უნალექო იქნება. 13 და 14 ოქტომბერს, აჭარის სანაპირო ზოლში, ბათუმსა და ქობულეთში ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილი ამინდია მოსალოდნელი ასევე ქედაში, შუახევსა და ხულოში.
საქართველოში ამინდს სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასები განსაზღვრავს, რომლის გავლენითაც უქმე დღეებში სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მომდევნო 2 დღის განმავლობაში შედარებით აცივდება. აქ მცირე წვიმასა და ნისლს პროგნოზირებენ.