„ვეფხისტყაოსანი“ ფრანკფურტის ბაზრობაზე

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1467 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაეროს არტ - კოლექციაში დაიდებს ბინას, ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება.  როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.„ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯა ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის გაერო-ს არტ კოლექციაში განთავსდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი