''საარჩევნო განვითარების სკოლა'' დღეს ქობულეთშიც გაიხსნა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.