აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა დოკუმენტაციის განხილვა.
კომისიის განცხადებით რამდენიმე კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დოკუმენტაციის ნაწილში. მათ შორის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს ირაკლი კიკვაძეს, ირაკლი ანთიძეს, იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილს და ბაჩუკი ჩხეიძეს. ამ კანდიდატებს წარსადგენი აქვთ სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ცნობები 10-წლიანი მუშაობის გამოცდილების და საკვალიფიკაციო მოთხოვმებით დადგენილ სფეროებში მუშაობის 5 წლიანი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რომელთაც ხარვეზები დაუფიქსირდათ, შესასწორებლად დრო 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე მიეცათ. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიაში კი შემდეგი პირები მოხვდნენ: გიგა ჩხარტიშვილი, ოლიკო ჟღენტი, რაულ ბერიძე, ემზარ დიასამიძე, ნათია სირაბიძე, ნერონ აბულაძე და დიანა ვაშაყმაძე. კონკურსის კონაწილეები, გასაუბრებას უმაღლეს საბჭოში 13 ოქტომბერს გაივლიან.