ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

04 ოქტომბერი 2018, 00:00 59942 ნახვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.  ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.

გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ორი მგზავრი დაშავდა. პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. 

ავარიის შემდეგ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლიც გაუჩნდა, რომელიც მოქალაქეებმა მალევე ჩააქრეს. 

ავარიის დროს კიდევ ორი მსუბუქი ავტომობილი, სამარშრუტო ტაქსი და ავტობუსი დაზიანდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

ამავე კატეგორიაში