მუნიციპალიტეტების დაფინანსება - რა შეიცვალა შუახევის ბიუჯეტისთვის ჰესის მშენებლობით?

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2083 ნახვა

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის სახით თანხა აღარ გადაერიცხებათ. მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადი ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება, აქედან კი მუნიციპალიტეტებზე საერთო თანხის მხოლოდ 19 პროცენტი განაწილდება. დათვლის ახალი სისტემის მიხედვით, მომავალ წელს აჭარა ჯამში 72 მილიონ ლარს მიიღებს, აქედან ყველაზე დიდი წილი ბათუმზე მოდის, ყველაზე ცოტა კი შუახევზე.

თუ სხვა მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მილიონზეა საუბარი, შუახევის შემთხვევაში ეს თანხა 250 ათასი ლარი გამოდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შუახევი ბოლო წლებში ისედაც ვერ იღებდა დიდი მოცულობის თანხას, ამის მიზეზად კი ჰესის მშენებლობა და ქონების გადასახადისგან შემოსული თანხა სახელდებოდა. შესაბამისად გამოდის, რომ  დაპირება - ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შუახევის ბიუჯეტის ზრდის შესახებ  - არ სრულდება, რადგან ჯამურად თანხა არცერთ წელიწადს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი