ტუბერკულოზთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრეს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. რომელზეც ითქვა, რომ აჭარა ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების რეგიონებს მიეკუთვნება.
შეხვედრის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ტუბერკულოზის ელიმინაციის პროგრამების შექმნა.
მედიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ბოლო წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. იმის მიუხედავად, საქართველოს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.