ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე კრიტიკული გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან - ასე შეაფასა პოლიტოლოგების ნაწილმა მამუკა ბახტაძის გამოსვლა. ნაწილი კი ფიქრობს რომ ქვეყნის მთავრობის მეთაურს მეტად მკაფიო მესიჯები უნდა ჰქონოდა.
ბახტაძე გააკრიტიკეს ოპოზიციაში, ოპონენტები მიიჩნევენ რომ პრემიერს „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიასა“ და სანქციებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რაშიც მათ არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წევრები.