შაბათ-კვირას მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი

28 სექტემბერი 2018, 00:00 5689 ნახვა

სანაპირო კურორტებზე შაბათ-კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 29 სექტემბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილი და მშრალი ჰაერის მასები გავრცელდება, რომლის გავლენითაც გამოიდარებს და დათბება.

სანაპირო კურორტებზე, ტემპერატურა 27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. აჭარის მთიან რაიონებში კი +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში კი +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ბანაობა დასაშვებია, ხოლო წყლის ტრანსპორტისთვის ხილვადობა საუკეთესო.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი