ბათუმში ავარიის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

28 სექტემბერი 2018, 00:00 20554 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი არასრულწლოვანი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში ბავშვების ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ დამატებით განმარტებებს, დილით გააკეთებენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი