იუსტიციის სახლებში დევნილებისთვის ახალი სერვისი დაინერგა

18 სექტემბერი 2018, 00:00 1474 ნახვა

სიახლე დევნილებისთვის. იუსტიციის სახლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა.  მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ.  

აქამდე მსგავსი მომსახურების მიღება დევნილებს მხოლოდ სამ ქალაქში შეეძლოთ.  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი