ბათუმის მერია საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას გეგმავს - აპირებს დააწესოს გადასახადი საათში 1 ლარი და რეგულაცია რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გაავრცელოს - იდეა ქალაქის განტვირთვას ემსახურება, თუმცა უცნობია, როგორ და რა რესურსით აპირებს ამის კონტროლს ქალაქის მთავრობა, როგორ მოახერხებს თანხის ამოღებას და როგორ გააკონტროლებს.
მაგალითად, მანქანის მეპატრონეს ცხოვრობს თუ არა იქვე - ამ შემთხვევაში მას მხოლოდ წლიური მოსაკრებელის გადახდა მოუწევს, დანარჩენ შემთხვევებში კი ფასი განისაზღვრება საათობრივად და თან დილის 7 საათიდან. ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს წახალისება და მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით, მანქანები კი დატოვონ არაცენტრალურ ნაწილში - თუმცა ჩნდება კითხვა არის თუ არა ამისთვის მზად ქალაქი? არის თუ არა საკმარისი ადგილები პარკირებისთვის? არის თუ არა გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფაქტია ამჟამად ვერ ფარავს ყველა მიმართულებას და ვერც უმკლავდება მგზავრთა ისეთ ნაკადს, როგორიც დღეს იყო სასწავლო პროცესის დაწყებიდან გამომდინარე.
პარკირების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ძალაში მომავლიდან უნდა შევიდეს.