ხვალ, დღის ბოლოს სანაპირო კურორტებზე ამინდი შეიცვლება. მოსალოდნელია ქარი, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
14 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გავრცელებას დაიწყებს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
რაც შეეხება აჭარის მთიან რაიონებს, აქ დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.
დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც, ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
15 და 16 სექტემბერს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, შედარებით აგრილდება და პერიოდულად იწვიმებს.