სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია შტორმული ამინდი

10 სექტემბერი 2018, 00:00 6081 ნახვა

სანაპირო ზოლში, დღის მეორე ნახევრიდან ხვალ დილამდე, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, ძლიერი წვიმა და ელჭექი. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა ცალკეულ ტერიტორიაზე, შესაძლოა, სტიქიური პროცესები გაააქტიუროს. 

ბათუმში დღეს ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსია. 

შავი ზღვის სანაპიროზე მესამე დღეა საშტორმო მდგომარეობაა. ბანაობა აკრძალულია. სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმებია აღმართული. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი