ბათუმში სადავო მარშრუტებზე დროებით შეთანხმდნენ

07 სექტემბერი 2018, 00:00 2007 ნახვა

კვლავ მოთხოვნები აქვთ სამარშრუტო ხაზების მძღოლებს. ამჯერად ბათუმი - განახლების დამაკავშირებელი ხაზის მძღოლები ითხოვენ ქსელში ცვლილების განხორციელებას და ბაგრატიონიდან ჭავჭავაძეზე გადართვას. შეთანხმების თანახმად ისინი სწორედ ამ მარშრუტით იმოძრავებენ მომდევნო დღეების განმავლობაში, თუმცა უცნობია რას გადაწყვეტს საბოლოოდ ქალაქის მერია -  ამის შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

ხვალ აღნიშნული ხაზის წარმომადგენლები ბათუმის მერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, დღეს კი აქცია გამართეს მერიასთან. რამდენიმე ხაზის მძღოლები აპროტესტებდნენ ახალ ქსელს მიმდინარე კვირის განმავლობაში, მათ შორის იყო თამარის დასახლების მიმართულება.  ამ მონაკვეთში მგზავრებისთვის  ნაწილობრივ პრობლემა გადაიჭრა, მუნიციპალური ავტობუსს შეეცვალა მარშრუტი, შესაბამისად ახლა მოქალაქეებს გადაჯდომის გარეშე შეუძლიათ ცენტრალურ ქუჩებამდე მისვლა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში