სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა უკვე ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.